24 ოქტომბერი 2024,   00:13
ვრცლად
"უნდა დაგვიჭირონ მხარი, რადგან ჩვენც მართლმადიდებლები ვართ და ქართველებიც" -კიევის პატრიარქი ქართული ეკლესიისგან მხარდაჭერას ელის

ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება კიევის პატრიარქი ფილარეტი. უმაღლესი სასულიერო პირი ატლანტიკურ საბჭოში მიიწვიეს, სადაც მან იმის შესახებ ილაპარაკა როგორ ატარებს უკრაინაში რუსეთის ინტერესებს მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ეკლესია. კიევის პატრიარქი აცხადებს, რომ ქართულმა ეკლესიამ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხარი უნდა დაუჭიროს.

პატრიარქმა ფილარეტმა აღნიშნა, რომ რუსეთის თავდასხმისგან საქართველოც და უკრაინაც დაზარალდნენ.

„მათ უნდა დაგვიჭირონ მხარი, რადგან ჩვენც მართლმადიდებლები ვართ და ქართველებიც. ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არ უნდა ვიყოთ ერთად. რუსეთი თავს დაესხა საქართველოსაც და უკრაინასაც. ჩვენ თანაბრად დავზარალდით და ერთად უნდა ვილოცოთ. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ეკლესია ჩვენ ამ ლოცვაში შემოგვიერთდება,”-განაცხადა პატრიარქმა ფილარეტმა.

საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ოფიციალური პოზიცია, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერაზე ჯერ არ გამოუცხადებია და ამ საკითხთან დაკავშირებით არც სინოდის სხდომა მოუწვევია. საქართველოს საპატრიარქო რუსეთის, კონსტანტინოპოლის და მსოფლიოს სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიათა საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება, რომელმაც უკრაინის ეკლესიას რუსეთის საპატრიარქოსგან დამოუკიდებლობა უნდა მიანიჭოს.

დღის ამბები