25 აპრილი 2024,   05:24
ვრცლად
„მე ოპონენტების დიდი ხანია, არც ლანძღვაზე ვპასუხობ და არც კომენტარებზე" - სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილმა ახალქალაქში გაკეთებულ ხმაურიან განცხადებაზე  დღეს განმარტების გაკეთება აღარ ისურვა. პრეზიდენტობის კანდიდატმა არს ოპონენტების იმ ბრალდებებს უპასუხა, სადაც ის ეთნიკური შუღლის გაღვივებაში დაადანაშაულეს.

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა გუშინ ეთნიკურ სომხებთან შეხვედრის დროს მიხეილ სააკაშვილი თურქი ეროვნების მოსახლეობის მიმართ პრივილეგიების მინიჭებაში დაადანაშაულა. თუმცა ზურაბიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან მხოლოდ ის თქვა, რომ ოპონენტების კომენტარებს არ უპასუხებს.  

„მე ოპონენტების დიდი ხანია, არც ლანძღვაზე ვპასუხობ და არც კომენტარებზე. ძალიან დიდი მადლობა,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები