გერმანიის ოთხ ფედერალურ მიწაზე პოლიციამ პოლიტიკური ჯგუფის, "ქოლექთივ ზვიცქაუს" წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩხრეკები ჩაატარა.
დაკავებულია ხუთი პირი, რომლებსაც პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ თავდასხმებსა და ქონების დაზიანება ედებათ ბრალად. გამოძიება სულ 12 პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს.
გამოძიების ინფორმაციით, აქტივისტებმა 2022 წელს კომუნისტური იდეოლოგიის ჯგუფი შექმნეს. რამდენიმე წლის განმავლობაში გეგმავდნენ პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმებსა და ქონების დაზიანებას. საგამოძიებო მოქმედებები, 4 ქალაქში მიმდინარეობდა.