24 აპრილი 2024,   04:19
ვრცლად
„უაღრესად მნიშვნელოვანი არჩევნებია ღირსების თვალსაზრისით, ჩვენი მომავლის თვალსაზრისით,“ - ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც ქვეყანაში იმართება, მნიშვნელოვანია ღირსების თვალსაზრისით.

„უაღრესად მნიშვნელოვანი არჩევნებია ღირსების თვალსაზრისით, ჩვენი მომავლის თვალსაზრისით,“ - აღნიშნა ნიკა მელიამ. 

მელია ამბობს, რომ დღეს ქვეყანაში რეფერენდუმი ტარდება.

„დღეს უბრალოდ ეს არჩევნები არ არის უბრალო არჩევნები, ეს არის რეფერენდუმი. ჩემთვის მაგალითად, ეს არ არის არჩევნები, სადაც უბრალოდ რომელიღაც კანდიდატს ვირჩევთ,“ - განაცხადა ნიკა მელიამ. 

დღის ამბები