27 აპრილი 2024,   09:17
ვრცლად
ძალიან საგანგაშო მდგომარეობა არის - გიორგი ვაშაძე ამ დროისთვის გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს

გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ ამ დროისთვის გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით ბრიფინგზე ისაუბრა. ვაშაძე ამბობს, რომ პირველ ტურთან შედრებით მდგომარეობა, თითქმის, ყველა რეგიონში ამჯერად გაცილებით მძიმეა.

ვაშაძის თქმით, გურჯაანის #8-ე საარჩევნო უბანზე უკვე წინასწარ ხელმოწერილი ოქმი იყო დილით.

„ეს არის გაუგონარი დარღვევა, 08:00 საათზე უკვე ოქმი შეავსეს უბანზე და ფიქრობენ, რომ წინასწარ ჩაწერენ ამ ყველაფერში ყველა მონაცემს. ეს არის კანონდარღვევა და ეს არის წარმოუდგენელი, რაც ხდება,“ - ამბობს ვაშაძე.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, საგანგაშო მდგომარეობაა ასევე, გურჯაანის მუნიციპალიტეტში.

„ძალიან საგანგაშო მდგომარეობა არის გურჯაანის რაიონში, სადაც ფაქტობრივად, ფიზიკურად ძალადობენ პოლიციის და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები. გურჯაანის სოფელ ჯანდარში გამოაძევეს ანა რუაძე, ჩვენი წარმომადგენელი იმიტომ, რომ ყველა უბანზე, 21-ე, 26-ე, 27-ე უბნებზე დაფიქსირებული გვაქვს სისტემურად, რომ ადამიანებს აიძულებენ, გამოსვლის შემდეგ გახსნან ბიულეტენი, ანუ ფარულობა დაარღვიონ და აჩვენონ, რომ მათ შემოხაზეს შესაბამისი კანდიდატი,“ - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ დიდუბეში 29-ე უბნიდან საერთაშორისო დამკვირვებელი კომისიის თავმჯდომარემ გააძევა.

„იმიტომ, რომ უბნის ტერიტორიაზე აგიტაცია დააფიქსირა უცხოელმა დამკვირვებელმა და მას ახლა აძევებენ უბნიდან,“ - განაცხადა ვაშაძემ.

ნაძალადევში კი, გიორგი ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნების“ კოორდინატორები სამაგიდო ფოტოიანი სიებით არიან, რაც კანონდარღვევაა.

„თამარ ჟვანიას მოვუწოდებ, საარჩევნო უბნებზე სპეციალურად შექმნილია ისეთი მდგომარეობა, რომ მაგიდები დგას ისე, რომ შეუძლებელია დამკვირვებლის მხრიდან კონტროლი იმ მონაცემების, რაც ხდება საარჩევნო უბანზე. შესაბამისად, მოვუწოდებ თამარ ჟვანიას, ცესკო-ს, საოლქო საარჩევნო კომისიებს, მისცენ შესაბამისი განკარგულება უბნებს, რომ ნუ ზღუდავენ დამკვირვებლების მოქმედებას,“ - განაცხადა ვაშაძემ.

დღის ამბები