18 აპრილი 2024,   12:01
ვრცლად
თავი სამართლებელი აქვს მეორე მხარეს - მაჭავარიანი ამბობს, რომ თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს თავს ის არ დასხმია

თავდასხმა პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანის ოჯახზე - თავდასხმაში ბრალდებული დავით მაჭავარიანი ამბობს, რომ მას თავი სამართლებელი არ აქვს და თავი თავად ჩარკვიანმა და მისმა მეუღლემ უნდა იმართლონ.

მაჭავარიანის თქმით, ის თავდასხმაში არ მონაწილეობდა. თბილისის საკრებულოს პროტოკოლის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ის დაჯარიმებულიც კი არ არის, რადგან მხოლოდ დაპირისპირებულ მხარეებს აშველებდა.

"არ ვმონაწილეობდი თავდასხმაში სიცრუეა ეს, არ ვაპირებ თავის მართლებას, თავი სამართლებელი აქვს მეორე მხარეს, არც შვიდას ლარიანი გირაო დაუკისრებიათ და დაჯარიმებულის კი არ ვარ. ვაშველებდი ამ ადამიანებს. კონფლიქტი იყო ჩემს მეგობრებსა და მეორე მხარეს შორის. თავიდან არ შევესწარი ამ კონფლიქტს და არ ვიცი რას უკავშირდებოდა. საერთოდ სხვა რამით ვიყავი დაკავებული ვთანხმდებოდი სამარშრუტო ტაქსის მძღოლთან თბილისში წამოსვლაზე,“-ამბობს მაჭავარიანი.  

ამავე თემაზე
დღის ამბები