18 აპრილი 2024,   19:00
ვრცლად
"ამოცანა არის ერთი, უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობა "- ოპოზიცია კონსულტაციებს იწყებს 

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმება, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნები და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა - გაერთიანებული ოპოზიცია კონსულტაციებს ყველა პოლიტიკურ ძალასთან იწყებს.

კონსულტაციებში ერთვება "ლეიბორისტული" პარტიაც. პარტიის პოლიტიკური მდივნის გიორგი გუგავას განცხადებით, ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება, ვითარების შეცვლის ერთადერთი გზა კი  ოლიგარქიული მმართველობის დასრულებაა. გუგავას თქმით, ამ იდეის გარშემო პოლიტიკური სპექტრი უნდა გაერთიანდეს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს. 

„ამოცანა არის ერთი, უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობა. ბუნებრივია, ეს არის ქართველი ხალხის სურვილი და ამ იდეის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს ოპოზიცია. ჩვენ ჩართული ვიქნებით ამ ბრძოლაში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს მახინჯი მმართველობის სისტემა. ბუნებრივია, ყველაზე საუკეთესო გამოსავალი ამ პოლიტიკური კრიზისიდან არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა,“ - განაცხადა  საქართველოს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი გუგავამ.

აქციებში მონაწილეობას არ მიიღებენ თუმცა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან კონსულტაციებისთვის მზად არიან "თავისუფალი დემოკრატები". პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან სამუშია საარჩევნო სისტემის ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობს. 

სამუშია მიიჩნევს, რომ აუცილებელია საარჩევნო სისტემის შეცვლა, რადგან დემოკრატიული საარჩევნო სისტემა ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია.

„რაც შეეხება საარჩევნო სისტემის ცვლილებას და პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ამას "თავისუფალი დემოკრატები" ჯერ კიდევ საკონსტიტუციო კომისიაში ვემხრობოდით და კატეგორიულად ვითხოვდით და მიგვაჩნია, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა, რაც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ხელს შეუწყობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გვექნება სულ ერთი და იგივე სურათი, რასაც წლებია ვღებულობთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვემხრობით და ვიზიარებთ, რომ გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა და ქვეყანა გადავიდეს სრულიად პროპორციულ სისტემაზე,“ - განაცხადა ლევან სამუშიამ.

დღის ამბები