25 ივლისი 2024,   05:29
ვრცლად
„რუსთავი 2-ის“ მაყურებლებს დღეს „მხოლოდ ქართულის“ პირველი კონცერტი ელოდება

„რუსთავი 2-ის“ მაყურებლებს  დღეს „მხოლოდ ქართულის“ პირველი კონცერტი ელოდება. თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში 10-ივე ფინალისტი მსმენელის და ჟიურის წინაშე ცოცხალი შესრულებით წარდგება.

„სიმღერა, რომელსაც ვასრულებ ძალიან მომწონს. ისეთი განწყობა არის, ძალიან ამაღლებული. ყველა კონკურსანტს ვუსურვებ არ ინერვიულოს, მშვიდად გამოვიდნენ და წარმატებულად.“- განაცხადა „მხოლოდ ქართულის“ კონკურსანტმა, გიორგი ნარმანიამ.

კონკურსანტები დღეს ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის, ჯანსუღ კახიძის სიმღერებს შეასრულებენ.

„პირველი ტური იქნება ბატონი ჯანსუღ კახიძის ტური და რა თქმა უნდა ორმაგად უფრო საპასუხისმგებლოა მისი სიმღერების შესრულება. სიმღერის სახელს რა თქმა უნდა ვერ ვიტყვი, ეს სიურპრიზად დარჩეს მაყურებლისთვის და მაქსიმალურად ვეცდები მსმენელს თავი მოვაწონო ამ სიმღერით.“ - განაცხადა მარიკა  კერესელიძემ.

დღის ამბები