24 ოქტომბერი 2024,   00:13
ვრცლად
გამარტივებული სანოტარო სერვისები შშმ პირებისთვის - იუსტიციის მინისტრის ახალი ინიციატივა

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე დოპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად იუსტიციის სახლს ეწვია. მიხეილ სარჯველაძემ მათ იუსტიციის მინისტრის ახალი ინიციატივა შშმ პირებისთვის გამარტივებული სანოტარო სერვისების ინიციატივა გააცნო.

იუსტიციის მინისტრმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ახალი ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც  ისინი გარკვეულ სანოტარო დოკუმენტაციის წარმოებას მოწმის გარეშე შეძლებენ.  

„მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს კომუნიკაციის  ხერხები და საშუალებები შშმ პირებთან და რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და ასევე აღსანიშნავია, რომ იუსტიციის მინისტრის მიერ გამოიცემა ბრძანება, რომლის მიხედვითაც აღარ იქნება, მაგალითად, აუცილებელი სანოტარო მომსახურების მიღებისას ყველა შემთხვევაში მოწმის თანდასწრება, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მაგალითად უსინათლო პირის მიერ მოხდება გარიგების გაფორმება“- აცხადებს სარჯველაძე

დღის ამბები