24 ოქტომბერი 2024,   00:13
ვრცლად
ზურაბიშვილი მარგველაშვილს შეხვდა - მიღება-გაცილება, პროტოკოლური ფოტოები და პირისპირ საუბარი, 18 წუთი გაგრძელდა

გილოცავთ, ქალბატონო სალომე და გისურვებთ ძალიან ბევრ წარმატებებს ქვეყნისა და სამშობლოს სასიკეთოდ - ასე მიმართა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა მომავალ პრეზიდენტს.

გიორგი მარგველაშვილისა და სალომე ზურაბიშვილის პირველი სამუშაო შეხვედრა სულ 18 წუთი გაგრძელდა, სწორედ ამ დროში ჩაეტია მიღება-გაცილება, პროტოკოლური ფოტოები და  პირისპირ შეხვედრა.

„ძალიან სწორია, ის რომ ასეთი ფორმით იყოს გადაბარება. ეს ნაწილი უნდა იყოს ძალიან სტაბილური და დემოკრატიული, ამისთვის მინდა დიდი მადლობა გითხრათ თქვენ,“ - მიმართა ზურაბიშვილმა პრეზიდენტს.

არჩეულმა პრეზიდენტმა ავლაბრის სასახლე ზუსტად 18 წუთში ისე დატოვა, რომ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. მედიასთან არ უსაუბრია არც გიორგი მრგველაშვილს. 

ავლაბრის რეზიდენციაში ზურაბიშვილის ეს ხანმოკლე აუდიენცია კი შესაძლოა მისთვის უკანასკნელიც იყოს, რადგან ცნობილია, რომ ის მუშაობის გაგრძელებას ორბელიანების სასახლეში, ათონელის ქუჩაზე გეგმავს.

შეხვედრა შეაჯამა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა. გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მისასალმებელია, რომ მოქმედ პრეზიდენტსა და ახალარჩეულ პრეზიდენტს შორის მოხდა შეხვედრა. 

გიორგი აბაშიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უფლებამოსილების ასეთი დემოკრატიული გადაბარება პრეცენდენტული იყოს. 

 

დღის ამბები