24 ოქტომბერი 2024,   00:13
ვრცლად
არასდროს არ არის ულტიმატუმების დრო - სალომე ზურაბიშვილი გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნაზე საუბრობს

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ მისი ინაუგურაცია  შესაძლოა, თბილისში არ გაიმართოს. ზურაბიშვილს არ დაუკონკრეტებია, თუ რა ვარიანტები განიხილება ინაუგურაციის ადგილად.

„არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული,“ - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილს ასევე არ დაუკონკრეტებია ის ადამიანები, ვინც ახალ ადმინისტრაციაში იმუშავებენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას ლაშა ჟვანია დაიკავებს.

„ჯერ არ არის დაკომპლექტებული ჩემი ადმინისტრაცია. ლაშა ჯერ არის ჩემთან, გარდამავალ პერიოდში,“ - ამბობს ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე შეაფასა გაერთიანებული ოპოზიციის ულტიმატუმი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაბათილებას, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და საარჩევნო სისტემის შეცვლას გულისხმობს. ზურაბიშვილის თქმით, ახლა საჭიროა პოლიტიკური გარემოს დაწყნარება და არჩეული პრეზიდენტის აღიარება.

„არასდროს არ არის ულტიმატუმების დრო. პირველ რიგში, დემოკრატია მოითხოვს, რომ აღიარებული იყოს არჩეული პრეზიდენტი, რომ ჩვენ გადავიდეთ ახალ რეჟიმზე, დაწყნარდეს პოლიტიკური გარემო,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები