19 აპრილი 2024,   05:22
ვრცლად
ლევან მურუსიძე შესაძლოა უვადო მოსამართლედ გამწესდეს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე შესაძლოა უვადო მოსამართლედ გამწესდეს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მურუსიძის უვადო მოსამართლედ დანიშვნაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში არ იმსჯელებს, თუ მურუსიძე საბჭოს ოფიციალური წერილით მიმართავს და სამოსამართლეო საქმიანობაზე უარს იტყვის.

მოსამართლეს 3 წლიანი გამოსაცდელი ვადა 4 იანვარს ეწურება, თუმცა საბჭოში მურუსიძის განცხადება ამ დრომდე არ შესულა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ფიქრობს,რომ მურუსიძეს უვადოდ დანიშვნაზე საბჭო ახალი წლის პერიოდში იმსჯელებს და ამ საკითხს ხალხისგან ფარულად გადაწყვეტს.

„ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მოხდეს, რომ როგორც ხშირ ხშირად კეთდება ხოლმე ბნელი საქმეები, ლევან მურუსიძემ განაცხადი შემოიტანოს და საბჭომ ის განიხილოს მაშინ, როდესაც მთელი საქართველო იქნება გადართული საახალწლო აღნიშვნებში. ლევან მურუსიძის მართლმსაჯულების სისტემაში ყოფნის საკითხი არის ჩვენი მართლმსაჯულების ღირსების საკითხი, შესაბამისად თუ ეს პროცესი დაიძვრება მასში უნდა იყოს ჩართული მთელი საქართველო, ამის განხილვაში და მთელი ის სამართლიანობისათვის მოძრაობა, რომელიც საქართველოში დღემდე არსებობს,“ - აცხადებს ანა  დოლიძე. 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძეს თქმით, საბჭო მურუსუძის საქმეს მაშინ განიხილავს, როცა ამის შესაბამისი დრო იქნება.

„ამ საკითხს განიხილავს საბჭო, როდესაც იქნება ამის შესაბამისი დრო. ეს პროცედურა მიმდინარეობს და საბჭო იმსჯელებს ამ საკითხზე ვადის გასვლამდე,“ - ამბობს მიქაუტაძე.

დღის ამბები