20 აპრილი 2024,   09:50
ვრცლად
პრეზიდენტი მოუწოდებს მმართველ გუნდს, გამართოს დიალოგი ოპოზიციასთან - აბაშიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მმართველ პოლიტიკურ ძალას მოუწოდებს გამართონ მოლაპარაკებები ოპოზიცასთან - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი აცხადებს.

მისი თქმით, პრეზიდენტი მზად არის, თავადაც ჩაერთოს მოლაპარაკებების პროცესში.

„საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს მმართველ პოლიტიკურ გუნდს გამართოს დიალოგი ოპოზიციასთან მათ მიერ, ანუ ოპოზიციის მიერ დაყენებული საკითხების ირგვლივ და თავად პრეზიდენტი მზად არის როგორც პოლიტიკურად ისე ინსტიტუციურად ჩაერთოს ამ პროცესში,“-ამბობს გიორგი აბაშიშვილი.

ოპოზიციის მოთხოვნაა არ აღიარონ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები, ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რომელიც პროპორციული სისტემით, ან პროპორციულ-რეგიონალური სისტემით გაიმართება. ამ საკითხებთან დაკავშირებით ოპოზიცია კონსულტაციებს იწყებს და ხელისუფლებას ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს.

დღის ამბები