24 ოქტომბერი 2024,   00:13
ვრცლად
მეგის ქარდავამ უკრაინული საპატიმრო დატოვა

მეგის ქარდავამ უკრაინული საპატიმრო დატოვა. ყოფილ მაღალჩინოსანს უკრაინის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული წინასაექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალა.

ამისი მიზეზი კი იმ 9 თვიანი ვადის ამოწურვა გახდა, რომელშიც პროკურატურას ქარდავას ექსტრადიციის აუცილეობლობა უნდა დაედასტურებინა.

პროკურატურაში განმარტავენ, რომ ექსტრადიციის პროცესს ართულებს ის გარემოება, რომ მეგის ქარდავა უკრაინაში თავშესაფარს ითხოვს.

„ვინაიდან ლტოლვილობასთან თავშესაფართან მინიჭებული საკითხები უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, ეს პროცედურები არ იყო დასრულებული, უკრაინის კომპეტენტურმა ორგანოებმა გაათავისუფლეს მეგის ქარდავა საპატიმრო დაწესებულებიდან, თუმცა გათავისუფლება აქ პირობითია იმიტომ, რომ მის მიმართ გამოყენებულია შინაპატიმრობა, რაც ასევე გულისხმობს გარკვეული შეზღუდვების დაწესებას. შეზღუდვა არის დაწესებული მაგალითად გადაადგილებასთან დაკავშირებით, ვალდებულებაა კონკრეტულ საგამოძიებო უწყებაში გამოცხადების და ა.შ. ამის ერთადერთი მიზანი სწორედ ის იყო, რომ არ ამოწურულიყო საექსტრადიციო პატიმრობის ვადა სრულად და მას შემდეგ, რაც ლტოლვილობასთან თავშესაფარის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით პროცედურები დასრულდება, უკრაინის იუსტიციის სამინისტროს შეეძლება კვლავ აიყვანოს ეს ადამიანი პატიმრობაში,“ – განაცხადა ადვოკატმა.

დღის ამბები