24 ოქტომბერი 2024,   00:13
ვრცლად
უფროს ჯორჯ ბუშს ტეხასიდან ვაშინგტონში უკანასკნელ გზაზე მისი ერთგული ძაღლი - სალი გააცილებს

შეერთებული შტატების 41 -ე პრეზიდენტს ტეხასიდან ვაშინგტონში უკანასკნელ გზაზე მისი ერთგული ძაღლი - სალი გააცილებს.

ემოციური ფოტო, სადაც სალი უფროსის ჯორჯ ბუშის სასახლესთანაა გადაღებული, დღეს გამოქვეყნდა.

ყოფილ პრეზიდენტს კაპიტოლიუმში დაასვენებენ.

ტეხასიდან ცხედრის გადმოსასვენებლად კი დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის თვითმფრინავი-ბორტი ნომერი ერთი გაგზავნა.

უფროსი ჯორჯ ბუში 94 წლის ასაკში შაბათს გარდაიცვალა. 41-ე პრეზიდენტს ტეხასში, მისივე სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ეზოში მეუღლის გვერდით დაკრძალავენ.

დღის ამბები