„რუსთავი2“-ის მეგა შოუ პირდაპირი ეთერის რეჟიმში გადადის. დღეს მაყურებელს, 9 საათიანი „კურიერის“ დასრულებისთანავე „მხოლოდ ქართულის“ პირველი ცოცხალი კონცერტი ელოდება.
ათივე ფინალისტი მაყურებლისთვის ცოცხლად შეასრულებს ლეგენდარული კომპოზიტორის, ჯანსუღ კახიძის სიმღერებს.
კონკურსანტები პირველი კონცერტისთვის ემზადებიან და რეპეტიციის ბოლო ეტაპებს გადიან.