19 აპრილი 2024,   18:28
ვრცლად
გორის ცენტრში 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედარს ამ დრომდე ეძებენ

გორის ცენტრში 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედარს ამ დრომდე ეძებენ. სამართალდამცველები იმ ადგილს თხრიან, სადაც, სავარაუდოდ, 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედარია დაკრძალული.

გადაწყვეტილება იაგო ნებიერიძის ახალი ჩვენების საფუძველზე მიიღეს. იქვე იმყოფებიან 2004 წელს დაკარგული ბავშვის ოჯახის წევრები.

გაუჩინარებული მოზარდის ოჯახის წევრებს არ აქვთ ინფორმაცია მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების შესახებ. მათ დღეს დილით დაუკავშირდნენ პოლიციის განყოფილებიდან და უთხრეს, რომ გორის ცენტრში გათხრა იგეგმებოდა.

„ყველას ცოცხალი გვეგონა, მაგრამ მე ვიცოდი, რომ მკვდარი იყო, ვიცოდი, რომ იაგომ წაიყვანა, ვიცოდი 14 წელი,“ - ამბობს დაკარგული ბავშვის ბებია, ნაირა რაზმაძე.

გორის ცენტრში ორი კარავია გაშლილი. ერთ-ერთ მონაკვეთზე, სადაც მწვანე კარავია გაშლილი სამართალდამცველების მეთვალყურეობით მიწა გაითხრება. გვერდით მდებარე თეთრ კარავში კი სავარაუდოდ ექსპერტები იმუშავებენ.

ჯერჯერობით, უცნობია, მიაგნეს, თუ არა რაიმე სახის ღირებული მტკიცებულებას გამომძიებლებმა. გორის ცენტრში სამართალდამცავებმა მუშაობა მას შემდეგ განაახლეს, რაც თავად იაგო ნებიერიძემ ახალ ჩვენებაში ეს ტერიტორია მიუთითა.

დღის ამბები