24 ოქტომბერი 2024,   00:13
ვრცლად
სავარაუდო პოლიტიკური ზეწოლა ზუგდიდის სკოლის დირექტორზე - ია კერზაია კვლავ კომატოზურ მდგომარეობაშია

ზუგდიდის #6 სკოლის დირექტორი ამ დრომდე კომაშია. ია კერზაია მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. მძიმე ოპერაციის შემდეგ, ექიმები პროგნოზს ვერ აკეთებენ და მის მდგომარეობას კრიტიკულად მძიმედ აფასებენ. პაციენტს ინსულტის დიაგნოზი აქვს.

ია კერზაიას შვილი, გადაცემა „რა სად როდის“ ვეტერანი მონაწილე ბაჩანა შენგელაია დარწმუნებულია, რომ დედამისი სიკვდილის პირას „ქართული ოცნების“ ტერორმა მიიყვანა. მას შემდეგ, რაც ია კერზაიამ სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში ჩართვაზე უარი თქვა, მასზე ზეწოლა დაიწყო.

განათლების სამინსიტროს ინსპექტირების სამსახური #6 სკოლაში 8 ნოემბერს შევიდა. მიზეზად ანონიმური შეტყობინება დასახელდა. მაკონტროლებელმა ორგანომ სკოლაში არსებული მდგომარეობა დაჩქარებული წესით შეისწავლა და დირექტორის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

ზუგდიდის #6 სოლის პედაგოგები პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ და საპროტესტო გამოსვლებსაც არ გამორიცხავენ.

პოლიტიკური ნიშნით სკოლის დირექტორის დევნას გამორიცხავს მმართველი გუნდი. "ქართული ოცნების" დეპუტატები ამბობენ, რომ საკითხი შესასწავლია.

"ქართლი ოცნების" მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე ია კერზაია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამდე თავად საუბრობდა. მან "კურიერს" ჯანმრთელობის დამძიმებამდე ორი დღით ადრე მისცა ინტერვიუ, სადაც ის ამბობდა, რომ სკოლებში მასწავლებლებზე ზეწოლამ სისტემური ხასიათი მიიღო განათლების სამინისტრო
"ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში სადამსჯელო ინსტრუმენტად გადაიქცა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები