19 აპრილი 2024,   07:35
ვრცლად
თაკო ჩარკვიანისა და მის ოჯახზე თავდასხმის საქმე - გამოძიებამ უნდა დაადგინოს მიდის თუ არა კვალი ფარცხალაძემდე

"რასაც დასთესს, იმას მოიმკი" - ასეთია თბილისის მერის შეფასება თაკო ჩარკვიანსა და მის ოჯახზე ქუთაისის აეროპორტში განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი პირი, რომელიც ჯონი გიგანს და მის მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა, თბილისის საკრებულოს პროტოკოლის უფროსი დავით მაჭავრიანია. სწორედ ის დაიცვა დღეს კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ მაჭავარიანი უპატიოსნესი ადამიანია.

კახა კალაძის ამ განცხადების შემდეგ, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერმა თაკო ჩარკვიანმა თბილისის მერის გადადგომა მოითხოვა. მან თქვა, რომ კახა კალაძემ ამ განცხადებით ოპოზიციის წევრებზე ზეწოლას და შურისძიებას მწვანე შუქი აუნთო.

თავად დავით მაჭავარიანმა, რომელიც დღეს მერმა დაიცვა, დღეს ჩხუბში მონაწილეობა უარყო, თუმცა თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ დავით მაჭავარიანი კადრებში კარგად ჩანს. მისივე თქმით ინციდენტიდან ერთ საათში მას გამოძიებამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. ახლა კი სამართალდამცავებმა უნდა დაადგინონ იყო თუ არა აეროპორტში მომხდარი წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია და მიდის თუ არა კვალი ოთარ ფარცხალაძემდე.

ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთ პირს დავით გორგოძეს კი დღეს ქუთაისის სასამართლომ 3000 ლარიანი გირაო შეუფარდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები