20 აპრილი 2024,   15:36
ვრცლად
დაპირება ვალების განულების შესახებ - პროექტის წარდგენის საბოლოო ვადა ამოიწურა, თუმცა შეღავათების მიმღებთა სია ჯერ არ არსებობს 

მთავრობის დაპირება ვალების განულების შესახებ - დაპირების მიხედვით, 3 დეკემბერი იყო ბოლო ვადა, როდესაც გასაჯაროვდებოდა იმ ადამიანების სია, ვინც საბანკო ვალდებულებებზე შეღავათებით ისარგებლებენ, თუმცა ვალების განულების ბაზა ჯერ ისევ არ იძებნება.

ეს ბაზა არის შესაძლებლობა იმის, რომ თითოეულმა მოქალაქემ პირადი მონაცემები შეავსოს და დაადგინოს, ვრცელდება თუ არა მათზე მთავრობის მიერ დადგენილი პირობები.

დაპირების გადავადების მიზეზად ფინანსთა მინისტრი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ასახელებს. ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ დამატებით, 10-მა საფინანსო ინსტიტუტმა გადაწყვიტა ამ პროგრამაში მონაწილეობა. ახლა სწორედ მათი კლიენტების დაზუსტებულ სიებს ელოდებიან ფინანსთა სამინისტროსა და ფონდ „ქართუში.“

10 ყველაზე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მთავრობის პროგრამის მონაწილე ხდება. თუმცა ის, რაც „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს წინასაარჩევნოდ დაჰპირდა, ამას გაცილებით ადრე ისედაც გეგმავდა. კერძო სექტორს გადაწყვეტილი ჰქონდა, სოციალურად დაუცველებისთვის სესხები გაენულებინა, თუმცა მათ მთავრობამ დაასწრო. ახლა მიკროსაფინანსოები იძულებულები არიან, „ქართუს“ პროექტს შეუერთდნენ, თანაც ყოველგვარი მოგების გარეშე.

რატომ იჩქარა მთავრობამ და რატომ დააანონსა ინიციატივა, რომლის პარამეტრები არც შესწავლილი და არც წინასწარ გათვლილი არ ჰქონდა - ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ პროექტი წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვას ემსახურებოდა.

 

დღის ამბები