27 აპრილი 2024,   04:48
ვრცლად
ხელისუფლების უარი გაერთიანებულ ოპოზიციას -"ქართული ოცნება" მოლაპრაკებების მაგიდასთან დაჯდომას არ აპირებს

ხელისუფლება დიალოგზე უარს ამბობს. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ძირეული პოლიტიკურ ცვლილებებს აქციაზე მოქალაქეების არასაკმარისი რაოდენობა ითხოვდა. ოპოზიციამ კი წამზომი ჩართო. ულტიმატუმს ბოლო ვადა 16 დეკემბერი, ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეა.

ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. მანამდე საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს და პარლამენტი ხალხმა პროპორციული წესით უნდა აირჩიოს. ხელისუფლებას ოპონენტები სამუშაო ჯგუფის შექმნას და კრიზისიდან მოლაპარაკებების გზით გამოსვლას სთავაზობენ.

"ქართულ ოცნებას" ოპოზიციის შეთავაზების მიღებისკენ დღეს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც მოუწოდა. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი მზად არის კრიზისის თავიდან ასაცილებლად მოლაპარაკებებში მონაწილეობა თვითონაც მიიღოს.

გაერთიანებული ოპოზიციის ყველა მოთხოვნას ეთანხმება "ევროპული საქართველო" და "ლეიბორისტული პარტია." საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციაში ყველა თანხმდება, რომ ცვლილებები აუცილებელია და ამ ცვლილებებს პირველ რიგში, ამომრჩეველი ითხოვს.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციამდე რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს გეგმავს გრიგოლ ვაშაძე. ის საქართველოს კიდევ ერთხელ შემოივლის. 
 

დღის ამბები