19 აპრილი 2024,   00:05
ვრცლად
დაშინება და დისკრედიტაცია - უკრაინის ოპოზიციონერი დეპუტატები თბილისის ცენტრში ჩატარებულ სპეცოპერაციებს აფასებენ  

თბილისში დაკავებული 6 უკრაინელი და ერთი ქართველ სამხედრო - უკრაინის რადას დეპუტატი ოპოზიციიდან დარწმუნებულია, რომ მისი ქვეყნის მოქალაქეები, თბილისში ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის და ამომრჩევლების დაშინების მიზნით დააკავეს. სკანდალური განცხადება დეპუტატმა პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გააკეთა. სიმიონ სემენჩეკი არ გამორიცხავს, რომ მათ დასაკავებლად სპეცოპერაცია უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლების შეთანხმებით ჩატარდა და მიზანი ორივე ქვეყანაში ოპოზიციის დისკრედიტაცია იყო.

უკრაინის მოქალაქეები, თბილისში კვირას გამთენიისას ორ სასტუმროში ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

რადას დეპუტატი საქართველოში არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით ჩამოვიდა, შემდეგ თბილისში მეუღლესთან ერთად დარჩენა გადაწყვიტა. უკრაინელი დეპუტატი ამბობს, რომ არც ის და არც უკრაინის დაკავებული მოქალაქეები კვირას, ოპოზიციის აქციაზე მისვლას არ აპირებდნენ. არც ერთი დაკავებული არ ეთანხმება ქართველი სამართალდამცველების ვერსიას რომ ჩხრეკის დროს, მათი სასტუმროების ნომრებიდან ტყვიები და იარაღი ამოიღეს.

7 დაკავებულიდან მხოლოდ ერთია საქართველოს მოქალაქე. ჯარისკაცი ლუკა ჩხეტია 2014- 15 წლებში იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინული ჯარების რიგებში. ოჯახი ამბობს, რომ პოლიციამ ჩხეტიას იარაღი სასტუმროს ნომერში ჩაუდო. პარალელურად გაჩხრიკეს სამეგრელოში მისი სახლიც, თუმცა კანონსაწინააღმდეგო ვერაფერი იპოვეს. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

დღის ამბები