20 აპრილი 2024,   15:08
ვრცლად
ცესკოს თავმჯდომარეობის დამარცხებული კანდიდატები შერჩევის პროცესში პარლამენტის ჩართვას ითხოვენ

ცესკო თავმჯდომარეობის კანდიდატები, კომისიის მიერ თავმჯდომარედ კვლავ თამარ ჟვანიას არჩევას ეხმაურებიან.

თამარ ჟვანიას უკვე ყოფილი კონკურენტები საარჩევნო სისტემის ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობენ.

დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ მარიამ შენგელია, რომელმაც ცესკოს წევრთა არც ერთი ხმა არ მიიღო გამოვიდა ინიციატივით, ცესკოს თავმჯდომარის შერჩევის წესი შეიცვალოს და ის პარლამენტმა აირჩიოს.  

„როდესაც არჩევნების მენეჯმენტზე პასუხისმგებელი არის ადამიანი, როდესაც ცესკოს ხელმძღვანელობს კანონმდებლობის კაზუსია ლეგიტიმაციის უფრო მაღალ ხარისხს უნდა იმსახურებდეს. მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად პარლამენტი უნდა ირჩევდეს ცესკოს, რადგანაც  ჩეულებრივი წევრის არჩევაც კი ხდება პარლამენტის მიერ. და შემდგომ ეგ პირობაც დავაყენე, რომ ძალიან კარგი იქნება ეგ საკანონმდებლო ცვლილება როდესაც ცესკოს თავმჯდომარეს  როგორც წევრს აირჩევს პარლამენტი, ხოლო შემდეგ ცესკოს წევრების მიერ მოხდება მის არჩევა და დამტკიცება თავმჯდომარედ,“-განაცხადა მარიამ შენგელიამ.

თავმჯდომარის შერჩევის პროცესში პარლამენტის ჩართვის მომხრეა ლადო ბოჟაძეც.

„დღევანდელი კანონმდებლობით უფრო რთულია გახდე ცესკოს წევრი ვიდრე ცესკოს თავმჯდომარე. რა თქმა უნდა კიდევ ვიმეორებ რომ ამას კანონმდებელი თავის დროზე ამას ვერ იფიქრებდა ვერ განსაზღვრავდა მაგრამ საბოლოო ჯამში თუ ცესკოს თავმჯდომარეს აირჩევს არა საარჩევნო ადმინისტრაციის ორი მესამედი არამედ საქართველოს პარლამენტის ორი მესამედი მაქსიმალურად მაღალი ლეგიტიმაციის იქნება, ისე რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას კითხვის ნიშანი არ დარჩეს, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი,“-განაცხადა ლადო ბოჟაძემ. 

წარდგენილი სამი კანდიდატიდან ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობა თამარ ჟვანიამ მეორე ვადით, 8  ხმით დაიკავა. ვლადიმერ ბოჟაძემ კი ერთი ხმა მიიღო. მარიამ შენგელიას მხარი კომისიის არც ერთმა წევრმა არ დაუჭირა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები