13 ივლისი 2024,   20:14
ვრცლად
კერზაიას საქმე - "ევროპულ საქართველოში" აცხადებენ, რომ განათლების მინისტრს აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი უნდა მოეხსნა

ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის საქმის განხილვა პარლამენტში ჩაიშალა - ოჯახი ამტკიცებს, რომ ია კერზაია მმართველი პარტიის მიერ წინასაარჩევნოდ მასზე განხორციელებულ ზეწოლას ემსხვერპლა, განათლების სამინისტრო კი პროცესის გადადებით საქმის გამოძიებას აჭიანურებს.

ევროპულ საქართველოში აცხადებენ, რომ განათლების სამინისტრომ პასუხი უნდა გასცეს კითხვას, რატომ არ გათავისუფლდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ჯერ კიდევ მოზარდების მკვლელობის საქმის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციის მიხედვით. 

როგორც ია კერზაიას შვილი ამბობს, მას შემდეგ რაც კერზაიამ უარი უთხრა "ქართულ ოცნებას" პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაზე, სკოლაში განათლების სამინისტრომ სწორედ აუდიტის სამსახური გააგზავნა, რომელმაც დირექტორზე ზეწოლა განახორციელა. ოპოზიციაში ეთანხმებიან გარდაცვლილის შვილს, რომ პროცესი განზრახ ჭიანურდება. 

„ეს აღიქმება ჩვენგან როგორც გაჭიანურება. საქმის ვითარება იმაში არის რომა აუდიტის სამსახურის უფროსი აქამდე უნდა ყოფილიყო გათავისუფლებული იმიტომ რომ კომისია რომელიც სწავლობდა ხორავას ტრაგედიას, დადო დასკვნა და რეკომენდაცია, რომ  აუდიტის სამსახურის უფროსი ანგარიშს კი არ უნდა კითხულობდეს, უნდა იყოს გადამდგარი უკვე. ჩვენი მოთხოვნაა მინისტრმა, გაგვცეს პასუხის რატომ არ გაითვალისწინა კომისიის დასკვნა“-ამბობს სერგო რატიანი.

დღის ამბები