18 აპრილი 2024,   04:56
ვრცლად
სამაშველო ოპერაცია ინდონეზიის სანაპირო ზოლზე - მაშველები ცუნამის დროს დაკარგულ ადამიანებს ეძებენ

ინდონეზიის სანაპირო ზოლზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველები ცუნამის დროს დაკარგულ ადგილობრივებს ეძებენ. ბოლო მონაცემით სტიქიის დროს დაღუპულთა რიცხვი 281- ამდე გაიზარდა. დაშავებულთა რიცხვი კი 1000-ს აჭარბებს. საკურორტო ქალაქები მიწასთანაა გასწორებული. ჩაიხერგა გზები, რის გამოც სტიქიის ზონაში დახმარების ჩატანა ფერხდება.

ცუნამი ზონდის სრუტეში მდებარე ვულკანის ამოქმედებას მოყვა, რომელმაც წყლის ქვეშ ჯერ მეწყერი, შემდეგ გიგანტური ტალღები გამოიწვია. ვულკანი ამოფრქვევას კვლავ განაგრძობს, რის გამოც არ არის გამორიცხული ცუნამი ისევ განმეორდეს.

დღის ამბები