20 აპრილი 2024,   01:42
ვრცლად
11-დღიანი შიმშილობის შემდეგ კოკო გამსახურდია საავადმყოფოში გადაიყვანეს

11-დღიანი შიმშილობის შემდეგ პირველი პრეზიდენტის შვილი, კოკო გამსახურდია გულის არეში ტკივილებითა და სისუტის ნიშნებით საავადმყოფში გადაიყვანეს.

ის ჯერჯერობით ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

ექიმის თქმით, ჯანმრთელობის პრობლემების პროვოცირება შიმშილობამ გამოიწვია. მან ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად კოკო გამსახურდიას მდგომარეობა გახლავთ საყურადღებო, თუმცა ჰემოდინამიკური მაჩვენებლები სტაბილურია.

„კლინიკაში მოყვანილია სასწრაფო დახმარების მიერ, ჩივილებით, ტკივილებით გულ-მკერდის არეში. საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა. მიმღებ განყოფილებაში ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, შეფასდა კარდიოლოგის და ნევროლოგის მიერ. მოთავსდა კარდიოლოგიური განყოფილების ინტენსიური თერაპიის ბლოკში. ამჟამად მდგომარეობა გახლავთ საყურადღებო, თუმცა ჰემოდინამიკური მაჩვენებლები სტაბილურია. რა თქმა უნდა შიმშილობამ გამოიწვია პროვოცირება,“ - განაცხადა ექიმმა.

საქართველოს პროკურატურასთან შიმშილობას აგრძელებს ცონტე გამსახურდია, რომელიც მისი ძმის მსგვასად, პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმის დროულ გამოძიებას და სპეციალური პროკურორის დანიშვნას მოითხოვს.

დღის ამბები