16 აპრილი 2024,   15:42
ვრცლად
"ეპიდემიური მზადყოფნა ჰქვია 100 ათას მოსახლეზე 450 შემთხვევას, მასთან მიახლოებულები არ ვართ"-მინისტრი H1N1-ზე საუბრობს

H1N1 საქართველოში ყველაზე გავრცელებული გრიპის ვირუსია. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, ლაბორატორიულად გამოვლენილ შემთხვევიდან 95% სწორედ H1N1 გრიპის ვირუსია.

დაავადებათა  კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით გაზრდილია სტაციონარებში გრიპით დაავადებული პაციენტების მიმართვიანობა.

„ხდება მონიტორინგი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევებისა. ქვეყნაში 95% დღეს ცირკულირებს ე.წ. A ტიპის H1N1 ვირუსი,“-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით ამ ეტაპზე ქვეყანაში ეპიდემიის საშიშროება არ არსებობს რადგან სეზონის ამ დროს გრიპის ვირუსი გავრცელების პიკს აღწევს.

„დღეის მდგომარეობით 100 ათას მოსახლეზე 221 შემთხვევა არის. ეს ნიშნავს, რომ შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა. წინა კვირას 125 იყო. ითვლება, რომ ეპიდემიური მზადყოფნა ჰქვია 100 ათასზე 450-ს. მასთან მიახლოებულები არ ვართ საბედნიეროდ. გრიპს ახასიათებს სწრაფი დასაწყისი, მაღალი ცხელება, ტკივილი თავის, სახსრების. ასეთ შემთხვევაში თვითმკურნალობის მაგივრად აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს,“-განაცხადა დავით სერგეენკომ.

გაზრდილია სასწრაფო დახმარების ბრიგადების გამოძახებაც. კონკრეტულად გრიპის ვირუსთან დაკავშირებით დღე-ღამეში დაახლოებით, 400 ზარი ფიქსირდება, ხოლო გამოძახებების რაოდენობა 2 ათასამდე ადის.

სავარაუდოდ სწორედ ეს ვირუსი გახდა აჭარაში ქალბატონის გარდაცვალების მიზეზი. სპეციალისტები ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან. 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები