19 აპრილი 2024,   05:46
ვრცლად
სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის მინიჭებულ ქულებთან დაკავშირებით, აუდიტის რეკომენდაციებს დავით სერგეენკო პასუხობს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის მინიჭებული ქულებთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის დასკვნას ეხმაურება.

დავით სერგეენკო აუდიტის სამსახურს მოუწოდებს, რომ მსგავსი კვლევების ჩატარების დროს უწყებასთან ითანამშრომლოს.

„აუდიტის სახელმწიფო სამსახური ბოლო პერიოდში მის ძირითადად ბიუჯეტის ფინანსური ხარჯის კონტროლთან ერთად მონაწილეობს თვისობრივ ანალიზშიც, თუ რამდენად ეფექტურად ხორციელდება ესა თუ ის პროგრამა, რასაც ჩვენ მართლაც მივესალმებით. აქედანვე ვთავაზობ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რომ როდესაც ასეთი ეფექტურობის შეფასებებს აკეთებენ და აქვეყნებენ, იქამდე კარგი იქნება თუ ჩვენთან გაივლიან კონსულტაციებს. ჩვენ სიამოვნებით გავაცნობთ ამ მეთოდოლოგიებს, რეფორმებს, სოციალური პოლიტიკის ნაწილს და ვფიქრობ, ერთობლივი მუშაობით, უფრო კარგ შედეგს მივიღებთ,“ - განაცხადა მინისტრმა.

საარსებო შემწეობების ადმინისტრირების მონიტორინგის ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დარღვევები გამოავლინა.

უწყებამ ქულების მინიჭების მექანიზმის მონიტორინგი განახორციელა. აუდიტის სამსახურში ამბობენ, რომ ქულების განსაზღვრა ობიექტურად უნდა ხდებოდეს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ამობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს არ აქვს ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა შემუშავებული, რაც სენსიტიურ ინფორმაციაზე არაავტორიზებული წვდომის რისკს ზრდის.

დღის ამბები