18 აპრილი 2024,   05:19
ვრცლად
„მხოლოდ ქართულის“ დღევანდელ ლაივ კონცერტზე მამუკა ჩარკვიანის და ოთარ რამიშვილის სიმღერები გაჟღერდება

„რუსთავი 2"-ის მაყურებლებს დღეს საღამოს მორიგი ლაივ კონცერტი ელოდება. 

ჟიურის და მაყურებლის მხარდაჭერის მოპოვებას ამჯერად კონკურსის 7 მონაწილე შეეცდება. მათგან ერთ-ერთს კი დღეს მეგა შოუს დატოვება მოუწევს.

გენერალური რეპეტიცია უკვე დასრულებულია და კონკურსანტები ემზადებიან დღევანდელი კონცერტისთვის. დღეს მაყურებლებს უამრავი სიურპრიზი ელოდება.

„მხოლოდ ქართულის“ კონკურსანტებს დღეს მაყურებელი განსხვავებულ ამპლუაში იხილავს.

მთელი კვირის განმავლობაში კონკურსანტებთან ერთად მუშაობდა ზვიად ბოლქვაძე, ის დღეს კონკურსანტებთან ერთად მთელი კონცერტის განმავლობაში სცენაზე იქნება.

კონკურსანტების თქმით, დღეს „რუსთავი 2"-ის მაყურებლებს განსაკუთრებით კარგი შოუ ელოდებათ.

„მხოლოდ ქართულის“ დღევანდელ ლაივ კონცერტზე მამუკა ჩარკვიანის და ოთარ რამიშვილის სიმღერები გაჟღერდება.

დღის ამბები