27 აპრილი 2024,   05:40
ვრცლად
სუს-ის და შსს-ს მაღალჩინოსნები ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა სიაში და გავლენების გამოყენება აკადემიური ხარისხის მისაღებად

„ქართული ოცნების“ მთავრობის მაღალჩინოსნების დიპლომების სკანდალური საქმის გაგრძელება - „შაბათის კურიერში“ გასული რეზონანსული რეპორტაჟის შემდეგ „კურიერმა“ სტუდენტთა სიაში ახალი გვარები აღმოაჩინა. სანდო წყაროს ინფორმაციით გავლენიანი მაღალჩინოსნები სასწავლებელში საერთოდ არ დადიან, თუმცა გამოცდებს მაღალი შეფასებებით, სავარაუდოდ საკუთარი გავლენებით აბარებენ. თანამდებობების დაკავების შემდეგ სწავლაში განსაკუთრებულად მონდომებულები ძალოვანი მაღალჩინოსნები აღმოჩდნენ, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძეა.

შს მინისტრის პირველი მოადგილე ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტია. კახა საბანაძე დოქტორის ხარისხს ელოდება. ამავე ფაკულტეტზე სწავლობს სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი. მან ცოტა ხნის წინ შიდა მობილობით ისარგებლა და საჯარო მმართველობის ფაკულტეტიდან საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობაზე გადავიდა. დეკანი ამბობს,რომ ძალოვანი უწყებების ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები სადოქტორო პროგრამას გაზაფხულზე დაამთავრებენ, ხარისხს კი ნაშრომების წარდგენის შემთხვევაში მიიღებენ.

ტექნიკური უნივერსიტეტში ირიცხება სუს-ის კონტრდაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი. ოთარ კუპრაშვილი, რომლის თანამდებობაც თბილისიდან აფგან მუხთარლის გატაცების ამბავს შეეწირა, ახლა დოქტორის ხარისხს ტექნიკურ უნივერსიტეტში ელოდება. პოსტზე დანიშვის შემდეგ სწავლა გადაწყვიტა გიორგი ტაკაშვილმა-თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა. სტუდენტთა სიაშია ქართული ოცნების დეპუტატი გია ბენაშვილიც

ტექნიკური უნივერსიტეტი 43 სასწავლებელს შორის რეიტინგში 27-ე ადგილზეა. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მაღალჩინოსნები ნაკლებად რეიტინგულ სასწავლებელს სპეციალურად ირჩევენ და ფიქტიური სტუდენტები ხდებიან. რეალურად კი არც სამეცნიერო ნაშრომებს წერენ, და არც აკადემიური ხარისხის დასაცავად აუცილებელ სხვა პროცედურებს გადიან. 

დღის ამბები