26 აპრილი 2024,   10:47
ვრცლად
H1N1- ის ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა ბათუმში-ე.წ. ღორის გრიპით დაავადებულთა რიცხვი პიკს აღწევს

H1N1- ის ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა ბათუმში - 53 წლის ქალს ე.წ. ღორის გრიპი ლაბორატორიულად დაუდასტურა. პაციენტმა კლინიკას ერთი კვირის წინ სასუნთქი გზების მწვავე უკმარისობით მიაკითხა. მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. წელს ეს H1N1- ის ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.

H1N1-ის  შემთხვევები უკვე მთელ საქართველოში ფიქსირდება. სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზთან სამოქალაქო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" 3 გუშაგი A ტიპის გრიპის სიმპტომებით ქარელისა და თბილისის კლინიკებში გადაიყვანეს. H1N1 სამი პაციენტიდან ერთს უკვე დაუდასტურდა. დანარჩენი ორის ლაბორატორიული კვლევა ისევ გრძელდება.

დეკემბრის ბოლოს გრიპის ვირუსის გააქტიურება სპეციალისტებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ექიმების განმარტებით, ისინი პიკს იანვარ-თებერვალში ელოდნენ. ვირუსი განსაკუთრებით სწრაფად 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ვრცელდება.

ყოველი მეხუთე პაციენტი 112-ს გრიპის ვირუსის გამო მიმართავს. ყოველდღიურად სასწრაფოს გამოძახება 2 ათასამდე გაიზარდა.

დღეისათვის სტატისტიკა ასეთია: 65 დადასტურებული გრიპის ვირუსიდან 95% H1N1-ია. მიუხედავად ამისა, ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს.  

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები