13 ივლისი 2024,   20:01
ვრცლად
აუდიტის მწვავე დასკვნა - მექვაბიშვილის უწყება სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ქულების ობიექტურად მინიჭებას ითხოვს

სახელმწიფო აუდიტის მწვავე დასკვნა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსა და მთავარ მაკონტროლებელს შორის დაპირისპირების მიზეზი ხდება. მექვაბიშვილის უწყება სოციალურად დაუცველებისთვის ქულების უფრო ობიექტურად განსაზღვრის ითხოვს. დასკვნაში, რომელიც სოციალური შემწეობების გაცემის მექანიზმის შესწავლის შემდეგ შემუშავდა, აღნიშნულია, რომ სოციალური დახმარების ყველა მაძიებელი თანაბარ პირობებში უნდა იყოს. ამასთან ერთად, აუდიტის სამსახური სოციალურად დაუცველების ბაზების კონფიდენციალურობის დაცვასაც ითხოვს, მიზეზად კი ინფორმაციის არასწორი მიზნებისთვის გამოყენების თავიდან არიდებას ასახელებს.

აუდიტის სამსახურის ანგარიშს და ქულების ობიექტურად განსაზღვრის მოწოდებას, ჯანდაცვის მინისტრის საპასუხო კრიტიკა მოყვა. დავით სერგეენკო, მაკონტროლებელ უწყებას მეტი თანამშრომლობისკენ და წინასწარი კონსულტაციებისკენ მოუწოდებს. უწყებაში კი განმარტავენ, რომ აუდიტის სამსახურმა დასკვნა კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნის დაცვით დაწერა.

სოციალურად დაუცველების ქულების ეფექტურად განსაზღვრისკენ ჯანდაცვის სამინისტროს დღეს ოპოზიციამაც მოუწოდა. საპარლამენტო პარტიები სოციალურად დაუცველების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში და სხვადასხვა მიზნებისთვის მანიპულაციებში ხელისუფლებას ადანაშაულებენ.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ სოციალურად დაუცველებისთვის ქულების მინიჭების მექანიზმს გადახედვა და რეფორმირება სჭირდება.

დღის ამბები