26 აპრილი 2024,   12:07
ვრცლად
მიხეილ კალანდიას დაკითხვა დასრულებლია - ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის მთავარმა მოწმემ პროკურატურა დატოვა

მიხეილ კალანდიამ მთავარი პროკურატურა დატოვა. ის საგამოძიებო უწყებაში რამდენიმე საათი იმყოფებოდა. საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ მიხეილ კალანდიას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

მიხეილ კალანდია დაკითხვაზე ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა ანნა კოტეტიშვილი ამბობს, რომ პროკურატირაში მიხეილ კალანდია არ გამოუკითხავთ. მისივე თქმით საგამოძიებო უწყებაში ის პროცედურული საკითხების გასავლელად დაიბარეს. 

„ერთ-ერთ გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მოხდა დღეს ჩვენი დაბარება. სასამართლოში მისი სამომავლო დაკითხვის წესების და პროცედურების გავლასთან დაკავშირებით და მხოლოდ  ამასთან დაკავშირებით იყო დღეს ჩვენი დაბარება. კონკრეტულად რომელი სისხლის სამართლის საქმეა, ამასთან დაკავშირებით გაუთქმელობის ხელწერილი ვალდებულებიდან გამომდინარე კომენტარს ვერ გავაკეთებ. გამოკითხვაზე არ ყოფილა. ეს იყო სასამართლოსთან დაკავშირებით, ანუ მის მომდევნო სასამართლოს სხდომაზე დაკითხვასთან დაკავშირებით პროცედურები გავიარეთ,“-განაცხადა ანნა კოტეტიშვილმა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის მიხეილ კალანდიას პასუხისგებაში მიცემას მოკლული დათუნა სარალიძის ოჯახი უკვე ერთი წელია ითხოვს. 

ბოლო დღეების განმავლობაში ძალოვანებმა მოზარდების სისხლიანი გარჩევის საქმის ხელახალი გამოძიებისას უკვე 11 მოზარდი გამოკითხეს.

 

დღის ამბები