06 მაისი 2024,   08:18
ვრცლად
სირიის ჩრდილოეთით მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დევნილთა ბანაკები დაიტბორა

სირიის ჩრდილოეთით გადაუღებელ წვიმას მასშტაბური წყალდიდობა მოჰყვა. დაიტბორა დევნილთა ბანაკები. სირიის ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის განცხადებით, ბანაკში არსებული ვითარება კატასტროფულია და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებას საჭიროებს.

წყალდიდობამ ყველაზე მეტად დააზარალა იდლიბის პროვინციაში მდებარე ლტოლვილების ბანაკი. შენობების გარდა დაიტბორა გზები და განადგურდა კარვები, სადაც დევნილთა უმეტესობა ცხოვრობდა.

სირიის სამოქალაქო ომს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მილიონობით სირიელი კი დევნილად იქცა. 

დღის ამბები