08 მაისი 2024,   10:57
ვრცლად
საახალწლო სამზადისი ნიუ-იორკში -თაიმ-სკვერზე საახალწლოდ ბროლის ბურთს ამონტაჟებენ

ნიუ-იორკში ახალი წლის მთავარი სანახაობისთვის ემზადებიან. "თაიმ-სკვერზე" ბროლის ბურთს ამონტაჟებენ.

ნიუ-იორკის საახალწლო შოუს ორგანიზატორებმა, ახალი წლის მთავარ სიმბოლოს ტრადიციულად ახალი დეტალები დაუმატეს. წელს ბურთი 192 ბროლის ახალი სამკუთხედით მორთეს. ყოველი დეტალი ხელნაკეთია და ირლანდიაში სპეციალურად ნიუ-იორკის შოუსთვის დამზადდა.

ბროლის ბურთს თაიმ-სკვერზე ტრადიციულად პირველი იანვრის პირველივე წუთს დაუშვებენ. მაღალსართულიანი შენობიდან კი მოედანზე ერთ ტონამდე ფერად ფურცლებს გაფანტავენ. ეს საახალწლო ტრადიცია ნიუ-იორკში 1907 წელს დამკვიდრდა და მას შემდეგ სანახაობა ყოველ წელს იმართება.

დღის ამბები