05 მაისი 2024,   22:32
ვრცლად
"ბახალა" სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. "ბახალას" საქმეზე განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

დასკვნით სხდომაზე მოსამართლეს ბრალდებულმა გიორგი გიორგანაშვილმა სიტყვით მიმართა. "ბახალამ" საკუთარ უდანაშაულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბრალდება აბსურდულია. 

მსახიობს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის ჰქონდა წარდგენილი. ამავე საქმეზე დაკავებული ირაკლი ქორიძე კი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსამართლის გადაწყვეტილებაზე პირველი შეფასება უკვე გააკეთა გიორგი გიორგანაშვილის ადვოკატმა, გიორგიი მახარაძემ. მისი თქმით, სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.

„ჩვენ, როგორც გიორგანაშვილის ადვოკატებს გვქონდა დავა იმაზე, რომ ამგვარ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ვამბობდით, რომ ბრალდება თვიდან ბოლომდე არის სიცრუე,“- განაცხადა გიორგი გიორგანაშვილის ადვოკატმა, გიორგი მახარაძემ. 

მოსამართლის გადაწყვეტილება "კურიერის" პირდაპირ ეთერში მოძრაობა "თეთრი ხმაურის" აქტივისტმა, ბექა წიქარიშვილმაც სამართლიანად შეაფასა. ის ასევე "ბახალასთვის" სხვა საქმეზე მისჯილ 8 წლიან პატიმრობასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის სასჯელს ჩადებული ნარკოტიკული ნივთიერებების გამო იხდის.

"ბახალა" პატიმრობაში მაინც რჩება, რადგან მას სხვა საქმეზე 8 წელი მისჯილი აქვს. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები