08 მაისი 2024,   18:48
ვრცლად
ოხანაშვილი, ფოფხაძე, გოგიჩაიშვილი - ეკა ბესელიას სავარაუდო შემცვლელები სახელდება

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ ეკა ბესელიას ოფიციალური განცხადება ბიუროს სხდომაზე ორშაბათს შევა.

ამის შემდეგ პარლამენტმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომავალ თავმჯდომარესთან დაკავშირებით უნდა იმსჯელოს.

ეკა ბესელიას შემცვლელად რამდენიმე კანდიდატი სახელდება, ეს შეიძლება იყოს ანრი ოხანაშვილი, გედევან ფოფხაძე ან ლევან გოგიჩაიშვილი. ფოფხაძეს მხარს თავად ეკა ბესელია უჭერს, ანრი ოხანაშვილიკურიერთან“ სატელეფონო საუბრისას ამბობს, რომ ამ საკითხზე მასთან კონსულტაციები არ გამართულა.

საბოლოო გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა მიიღოს. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა. ეკა ბესელიამ გადაწყვეტილების მიზეზად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სია დაასახელა, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს წარუდგინა.

ბესელიას განცხადებით, სიაში იყვნენ მოსამართლეები, რომელთა სახელები არაერთ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირდება.

ბესელიას განცხადებამ მისივე თანაგუნდელების გაღიზიანება გამოიწვია. განცხადებების შემდეგ დაპირისპირება დეპუტატებს შორის კომიტეტის სხდომაზე გაგრძელდა. "ქართული ოცნება" ორ ბანაკად, ბესელიას მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად გაიყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები