25 აპრილი 2024,   04:48
ვრცლად
ქეთევან ციხელაშვილმა 2018 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში ერგნეთში წარადგინა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა 2018 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში ერგნეთში წარადგინა.

ქეთევან ციხელაშვილმა ახალ სამშვიდობო ინიციატივებზე, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს შესახებ ისაუბრა.

დღესვე ერგნეთში ადგილობრივებმა საახალწლო ბაზრობა გამართეს.

„აქ ჩამოვედი იმიტომ, რომ ამ ხალხს, ამ მამაც ხალხს, რომელიც ყოველდღე მავთულხლართების პირისპირ საოცარი სიმტკიცის მაგალითს გვაძლევენ, ჩავაბარო ანგარიში ჩვენი აპარატის წლიური საქმიანობის და მათთან ერთად მთელ საზოგადოებას ვუთხრა, რას ვაკეთებთ, რა გავაკეთეთ და რას ვგეგმავთ მომავალში. ამას ვაკეთებთ ახლა, სწორედ წინასაახალწლოდ, იმიტომ, რომ ახალი წელი ასევე უკავშირდება იმედებს და ახალ გეგმებს, თუ როგორ უნდა დავძლიოთ ის მთავარი გამოწვევა, რაც ამ სოფელში ასეთი თვალსაჩინოა,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

დღის ამბები