05 მაისი 2024,   06:35
ვრცლად
"ეს არის ხელისუფლებაში ძალაუფლების შიდა გადანაწილება," - თარხნიშვილი კუპატაძის გადადგომაზე საუბრობს

საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის გადადგომას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ხელისუფლების შიგნით ძალაუფლების გადანაწილებად აფასებს.

ლევან თარხნიშვილი ფიქრობს, რომ შს სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილებები იმ დრომდე ვერ შეცვლის პოლიციას, ვიდრე ის ისევ ხელისუფლების გავლენის ქვეშ იქნება მოქცეული და მის ინტერესებს დაიცავს.

თარხნიშვილი ამბობს, რომ დღეს პოლიციის ერთადერთი დანიშნულება ოპოზიციის წინააღდმდეგ ბრძოლაა.

"ეს არის ხელისუფლებაში ძალაუფლების შიდა გადანაწილება, მაგრამ ამით რეალურად დიდი არაფერი შეიცვლება, სანამ არ მოხდება პოლიციისა და შს სამინისტროს დეპოლიტიზაცია და სანამ პოლიცია  ხელისუფლების ხელში იქნება ერთადერთი დანიშნულების, რასაც ჰქვია ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლა და რასაც ჰქვია ხელისუფლების ინტერესების დაცვა,“-ამბობს ლევან თარხნიშვილი.

თეიმურაზ კუპატაძე საპატრულო პოლიციას 2017 წლის 23 ნოემბრიდან ხელმძღვანელობდა. 

ამ დროის განმავლობაში კუპატაძე არაერთხელ გაეხვა სკანდალში. ოპოზიციის მტკიცებით, საპატრულო პოლიციის უკვე ყოფილი უფროს ლობირებდა სიმამრის კომპანიას, რომელმაც შს სამინისტროში მსხვილი ტენდერი მოიგო. კომპანიას უწყების თანამშრომლებისთვის ფორმები უნდა შეეკერა.   სიუჟეტი ამ თემაზე „შაბათის კურიერმაც“ მოამზადა, რის შემდეგაც ოპოზიციამ სარჩელი პროკურატურაში შეიტანა.

კუპატაძე მამების აქციების დაშლაშიც აქტიურობდა. ბოლოს კი ის ფიგურირებდა ველისციხეში ინაუგურაციის დროს მომხდარ დაპირისპრებაში. ის ნიკა მელიას პირადად დაუპირიპირდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები