05 მაისი 2024,   13:51
ვრცლად
ჰაკერული თავდასხმა პოლიტიკოსების კომპიუტერულ ბაზებზე - ავსტრალია უცხო ქვეყნის ხელისუფლებას ადანაშაულებს

ავსტრალია პოლიტიკური პარტიებისა და პარლამენტის კომპიუტერულ ბაზებზე განხორციელებულ კიბერთავდასხმებში უცხო ქვეყნის ხელისუფლებას ადანაშაულებს.

განცხადება ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა, თუმცა სკოტ მორისონს კონკრეტული სახელმწიფო არ დაუსახელებია.

ჰაკერული თავდასხმის შემდეგ, კიბერუსაფრთხოების სააგენტომ დეპუტატებს სისტემაში შესასვლელი მონაცემების სასწრაფოდ შეცვლა მოსთხოვა. გამოძიება იმის დადგენასაც ცდილობს, მოხდა თუ არა შეტევა არჩევნებში ჩარევის მიზნით. არჩევნები ავსტრალიაში მაისშია დაგეგმილი.


 

დღის ამბები