02 მაისი 2024,   14:05
ვრცლად
დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები ბრექსიტის წინააღმდეგ წავიდნენ

დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები ბრექსიტის წინააღმდეგ წავიდნენ. სამმა მინისტრმა უკვე საჯარო განაცხადა, რომ ბრექსიტის გადავადების გეგმას დაუჭერს მხარს.

ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პარლამენტი ტერეზა მეის გეგმას, ევროკავშირთან ახალი გარიგების დადების შესახებ, მხარს არ დაუჭერს.

საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ბიზნესის, დასაქმებისა და სოციალური დაცვის და იუსტიციის მინისტრებმა სახელმწიფო გაზეთში გამოაქვეყნეს.

მინისტრები აცხადებენ, რომ ე.წ. მეამბოხე პოლიტიკოსებს და ოპოზიციას შეუერთდებიან, რადგან მიაჩნიათ, რომ გარიგების გარეშე ევროკავშირიდან გასვლა ქვეყნის სტაბილურობისთვის დამანგრეველი იქნება.

ბრექსიტი 29 მარტსაა დანიშნული.

დღის ამბები