17 მაისი 2024,   06:39
ვრცლად
ქუთაისში "გვირილობას" აღნიშნავენ

ქუთაისში ტრადიციული სახალხო დღესასწაული – "გვირილობა" აღინიშნება.

ბაგრატის ტაძარში საზეიმო წირვა ჩატარდა. ყვავილებით შეამკეს სამი ოთარის ძეგლი. ქალაქში, მთელი დღის განმავლობაში, ჩატარდება სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება. 100-საფეხურიანი კიბის მიმდებარედ მოწყობილია გასართობი სივრცეები ბავშვებისთვის, მიმდინარეობს ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიება კონცერტით დასრულდება.

"გვირილობა" მე-20 საუკუნის 20-იან წლებში დამკვიდრებული საქველმოქმედო ღონისძიებაა, რომელიც ქუთაისში ყოველი წლის 2 მაისს აღინიშნება.

დღის ამბები