17 მაისი 2024,   06:59
ვრცლად
ვამზადებთ უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებებს, მათ შორის აშშ-თან, რომელიც იარაღს, ფინანსებსა და პოლიტიკურ თანამშრომლობას ეხება - ზელენსკი

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებია. ოკუპანტებმა ბალისტიკური რაკეტებით დაბომბეს ოდესა. დაშავდა 14 ადამიანი. იერიშის დროს, ხანძარი გაჩნდა საფოსტო საწყობში. 31-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის 10 სასაზღვრო დასახლება. მოხდა 130 აფეთქება.

პარალელურად, დრონებით თავდასხმა იყო რუსეთში, ორიოლისა და კურსკის ოლქებში. დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. ამ ინფორმაციას ადგილობრივი ოფიციალური პირები ავრცელებენ.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კიევი პარტნიორებთან ახალ შეთანხმებაზე მუშაობს, რომელიც უსაფრთხოების გარანტიებს ეხება.

"დღევანდელი დღე ჩვენს საერთაშორისო მიმართულებით გაწეულ სამუშაოს ეხება, იმ შედეგებს, რომელიც მაისსა და ივნისში გვჭირდება. ვამზადებთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების შვიდ ახალ დოკუმენტს - უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებებს, მათ შორის, შეერთებულ შტატებთან, დოკუმენტებს რომელიც იარაღს, ფინანსებს და პოლიტიკურ თანამშრომლობას ეხება. გუნდთან ერთად ვიმუშავე ამ დოკუმენტების კონკრეტულ დეტალებზე და უკვე გვაქვს წინასწარი ტექსტები. ზოგიერთი ამ შეთანხმებიდან. თითოეული მათგანი დაგვეხმარება წელსაც და შემდეგშიც- ეს არის ჩვენი ახალი უსაფრთხოების არქიტექტურა ნატოში გაწევრიანებამდე. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც იბრძვის უკრაინისთვის,"-აცხადებს ზელენსკი.

 

დღის ამბები