22 აგვისტო 2026,   04:42
ვრცლად
კიტეიშვილის გუნდმა ავსტრიის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო

ოთარ კიტეიშვილის გუნდმა ავსტრიის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო. გრაცის "შტურმმა" თასის ფინალურ მატჩში ვენის რაპიდი 2-1 დაამარცხა. ქალაქ ქლაგენ-ფურთში გამართულ შეხვედრაში კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა. ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს რაპიდმა გახსნა.

"შტურმმა" მეორე ტაიმში თამაშის შემოტრიალება შეძლო და ქართველი ნახევარმცველის საგოლე გადაცემით გამარჯვების გოლი ჰორვატმა გაიტანა.

დღის ამბები