19 ნოემბერი 2024,   07:20
ვრცლად
მსახიობი ვლადიმერ ზელენსკი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერია - ქვეყანაში მეორე ტური, 21 აპრილს გაიმართება

მსახიობი ვლადიმერ ზელენსკი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერია. ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადებას ვლადიმერ ზელენსკის საარჩევნო შტაბში ოვაციით შეხვდნენ. მსახიობმა დანარჩენ კანდიდატებს გაუსწრო და 30,39 პროცენტით პირველ ადგილზეა.

ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ვლადიმერ ზელენსკიმ პრეზიდენტის ბრალდებებს უპასუხა და განაცხადა, რომ ის არავის მარიონეტი არ არის.

სწორედ ვლადიმერ ზელენსკი იქნება პეტრო პოროშენკოს მთავარი მეტოქე მეორე ტურში. მოქმედმა პრეზიდენტმა ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ 16,37 მეასედი პროცენტი დააგროვა. შედეგებით პეტრო პოროშენკო უკმაყოფილო დარჩა, პრეზიდენტი აცხადებს, რომ ხალხის მიერ გამოხატული ნება მათთვის კარგი გაკვეთილია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების მიხედვით, პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი, იულია ტიმოშენკო მესამე ადგილზე გავიდა. ვეტერან პოლიტიკოსს ამომრჩევლების მხოლოდ 13 პროცენტი მიემხრო.

ეგვიტპოლების სშედეგებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელმაც უკრაინაში დემოკრატიულ ძალებს ვლადიმერ ზელენსკის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

მიხეილ სააკაშვილის პარტიის წევრები აცხადებენ, რომ მეორე ტურში ბრძოლა კანდიდატებს შორის საკმაოდ რთული იქნება, რადგან ხელისუფლება ვლადიმერ ზელენსკის დისკრედიტაციას შეეცდება.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკრაინაში 21 აპრილს გაიმართება.

ამავე თემაზე
დღის ამბები