24 დეკემბერი 2024,   07:29
ვრცლად
"რამდენადაც არ შედგა არჩევნები, არაფერი ახალი არ შეიძლება შედგეს, არც პარლამენტი, არც მთავრობა, არც პრეზიდენტის არჩევნები" - სალომე ზურაბიშილი 

სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და უმოკლეს ვადაში ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით გამოდის. ცოტა ხნის წინ, ათონელის სასახლეში ჩატარებულ საგანგებო ბრიფინგზე, პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ საერთაშორისო მხარდაჭერით საჭიროა ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, ცვლილებები კოდექსში და საარჩევნო დავების სპეციალური სასამართლოს შექმნა. სალომე ზურაბიშვილი არ ცნობს არც მოქმედ მთავრობას და მიაჩნია, რომ ამ ვითარებაში მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრება არ უნდა მოხდეს.

სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე მოსახლეობას საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენაც მოუწოდა და განაცხადა, რომ საზოგადოებამ ბრძოლა უნდა განაგრძოს. ასევე პრეზიდენტს ხვალ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვს ხმის ფარულობისა და არჩევნების საყოველთაობის დარღვევასთან დაკავშირებით.

"როცა არჩევნები არ შედგა, აუცილებელია, რომ განმეორდეს ეს არჩევნები უმოკლეს ვადაში. 

მეორე პუნქტი – 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობის გაგრძელება, რამდენადაც არ შედგა არჩევნები, არაფერი ახალი არ შეიძლება შედგეს, არც პარლამენტი, არც მთავრობა, არც პრეზიდენტის არჩევნები. იმისთვის, რომ ეს გარდამავალი პერიოდი, რომელიც იქნება ახალ არჩევნებამდე, იყოს მაქსიმალურად სტაბილური. 

საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა ამ გეგმაზე არის აუცილებელი.

ხვალ დილით შემაქვს საკონსტიტუციოში სარჩელი სწორედ იმ ორი კონსტიტუციური პრინციპის დარღვევის გამო, რომელსაც ჰქვია ფარულობა და საყოველთაობა.

ეს უნდა იყოს ნიშანი იმის, რომ ქვეყანაში არცერთი სამართლებრივი დავა მაინც არ უნდა დარჩეს ისე, რომ არ ვცადოთ,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

დღის ამბები