უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება და მოსამართლეთა შერჩევის წესი - ამ საკითხზე საკანონმდებლო ორგანოში დებატები გრძელდება.
უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს ვენეციის კომისიის წევრები ეცნობიან. ისინი დღეს, როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზციის წევრებს ხვდებიან.
ევროპელი ექსპერტების შეხვედრა ოპოზიციასთან ცოტა ხნის წინ დასრულდა. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი აცხადებს, მათ ვენეციის კომისიის წევრებს კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები გააცნეს.
„ეს კანონპროექტი არის მორგებული პირდაპირ ხელისუფლების პოლიტიკურ დღის წესრიგს, რაც შეიძლება სწრაფად დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო მისთვის სასურველი მოსამართლეებით. ჩვენ ვენეციის კომისიას გავაცანით ჩვენი ხედვა, როგორც იმასთან დაკავშირებით, თუ რა პრობლემები არის კანონპროექტთან დაკავშირებით, რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ასევე საპარლამენტო პროცედურასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ აქაც ბევრი პრობლემაა. მაგრამ მთავრობა, ანუ "ქართული ოცნება" არ აძლევს ვენეციის კომისიას საერთოდ საკმარის დროს, რომ მათ რაიმე მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში, ეს არის რეალობა,“-აცხადებს სალომე სამადაშვილი.
თინა ბოკუჩავა კი აცხადებს, რომ ხელისუფლება კანონპროექტს მთლიანად მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს არგებს.