ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმე - პირველი პრეზიდენტის შვილი, კონსტანტინე გამსახურდია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას და სოფელ ხუბულაში ვიზიტს პიარს უწოდებს.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით, ის, რომ საქმე დღემდე გამოუძიებელია ქვეყნის სირცხვილია და სახლი, სადაც ქვეყნის პირველი პრეზიდენტი გარდაიცვალა მუზეუმი უნდა გახდეს.
კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, ეს განცხადებები, საარჩევნო კამპანიის ნაწილია. მისივე განცხადებით, რომ არა ოჯახის ხისტი პოზიცია და შიმშილობა, ზვიად გამსახურდიას საქმე დაიხურებოდა და გამოძიება შეჩერდებოდა.
“როდესაც ჩვენ დავასრულეთ შიმშილობა, რომელსაც ორ კვირამდეც თითქმის ბევრი არაფერი არ დააკლდა, გარდა იმისა, რომ საქმე გაგრძელდა 5 წლით და ამ შიმშილობის გარეშე ის ჩვეულებრივად დაიხურებოდა და კანონიერი სივრციდან გავიდოდა, შედგა მოლაპარაკება საქართველოს მთავარ პროკურორთან და დაიგეგმა სხვადასხვა ღონისძიებები. არის ახლა პიარული მომენტი რა თქმა უნდა, ახლაც საარჩევნო კამპანია პრაქტიკულად გაიხსნა ხიბულაში, შეიძლება ითქვას, რომ მათმა ავტორმა მოგვხიბლა. არ მინდა რაღაც მოვლენებს გავუსწრო, მე მინდა მჯეროდეს ჩემი თვალების, მინდა მჯეროდეს ფაქტების,“ - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.