19 ნოემბერი 2024,   07:35
ვრცლად
ნატოს გემები შავ ზღვაში - სტოლტენბერგი საქართველოს საზღვაო ძალების წვრთნებზე საუბრობს

ნატოს გენერალური მდივანი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, არჩევნების ჩატარება დემოკრატიული პროცესების ნაწილია და ის უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი.

იენს სტოლტენბერგმა ეს განცხადებები, ვაშინგტონში დაგეგმილი მინისტერიალის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მან ისაუბრა საქართველოში ჩატარებულ წვრთნებზე და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე.

„შემიძლია გითხრათ, რომ მინისტერიალზე შეთანხმდებიან ზომებზე, რომელიც წვრთნას უკავშირდება. სწავლებები ტარდება და ამას ვხედავთ. ერთი კვირის წინ პირადად დავესწარი ნატო-საქართველოს წვრთნას. ასევე საუბარია საზღვაო ძალების გაწვრთნაზე. ნატო ეხმარება საქართველოს სანაპირო დაცვას გაძლიერებაში და განვიხილავთ დამატებით რისი გაკეთება შეიძლება. შარშან ნატოს გემებმა 100-ზე მეტი დღე გაატარეს შავ ზღვაში რაც 2017 წელთან შედარებით უფრო დიდი პერიოდია. ეს აჩვენებს ნატოს ყოფნას რეგიონში. მეტი ცნობადობისთვის არსებულ ვითარებაზე მნიშვნელოვანია ინფორმაციის გაცვლაც,“-განაცხადა იანს სტოლტენბერგმა. 

დღის ამბები