თემირლან მაჩალიკაშვილის და დავით სარალიძის საქმეები ომბუდსმენის ანგარიშში მოხვდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა, რამდენად პროპორციული იყო ძალა, რომელიც თემირლანის წინააღდეგ გამოიყენეს და რასაც ახალგაზრდა ემსხვერპლა.
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, მისი თხოვნის მიუხედავად გენერალურმა პროკურატურამ სახალხო დამცველს არ მისცა წვდომა საქმის მასალებთან. გარდა ამისა, დღემდე თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები დაზარალებულად არ არიან ცნობილი.
რაც შეეხება ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას, ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ საქმეზე არ ჩატარებულა სრულყოფილი გამოძიება და დღემდე ვერ მოხერხდა იმ ხარვეზების აღმოფხვრა, რომელიც ძიების საწყის ეტაპზე იქნა დაშვებული.
ნინო ლომჯარია ანგარიშის დეტალებზე ვრცლად ხვალ ისაუბრებს.
„შესული არის ყველა გახმაურებული საქმე, რაც იყო აქტუალური მთელი წლის განმავლობაში. და გარდა ამისა ასევე ისეთი საკითხები რაც შეიძლება არ იყო წლის განმავლობაში აქტუალური მაგრამ ჩვენ პროაქტიურად გამოვკვეთეთ და დავამუშავეთ ეს საკითხები,“-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.